четверг, 25 декабря 2014 г.


სახლი მინდოდა მქონოდაუბრალოხის და ისლის,სასთუმლად _ ნუშის ბაღნარისაბნად _ თიბათვის ნისლი.ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,გამოვისხლავდი გაზაფხულსვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.გავაშენებდი ვენახებსცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოსვაგუგუნებდი ზარებს.მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებასლამაზს,შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარესთომასპავლეს,მოვწყვეტდი დედის ძუძუდანრძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლე ვაცხებდი მირონს,მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,პატარა მაჯებს ვანდობდიმე რომ თოფი მაქვს სხვენზე.წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს
და ვაჟებს ვანადირებდიკვდომის ვაცნობდი ლაზათს.სახლი მინდოდა მქონოდაუბრალოხის და ისლის,სასთუმლად _ ნუშის ბაღნარისაბნად _ თიბათვის ნისლი.

Комментариев нет:

Отправить комментарий